ვიდეოები საშემსრულებლო ხელოვნება

Radiohead-ი ლანა დელ რეის სიმღერის მოპარვაში ადანაშაულებს

ბრიტანული როკ-ბენდი “Radiohead” ამერიკელ მუსიკოსს ლანა დელ რეისმის ახალ ალბომში შესული სიმღერის გამო სასამართლოში უჩივის.

Radiohead მიიჩნევს, რომ ლანას ახალ ალბომ Lust For Life-ში შესული სიმღერა “Get Free” ჯგუფის 1992 წლის სიმღერა “Creep”-ის მსგავსია. გავრცელებული ინფორმაცია ლანა დელ რეიმ ტვიტერზე დაადასტურა.

“სარჩელზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა. ამასთან ერთად, მე ვიცი, რომ ჩემი სიმღერის ინსპირაცია Creep არ ყოფილა. რედიოჰედიფიქრობს, რომ ეს ასეა და სურს, რომ გამოცემის 100% მათ მიიღონ. მე ბოლო თვეების განმავლობაში მათ 40%-ს ვთავაზობდი, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ მხოლოდ 100%-ს მიიღებენ. მათი ადვოკატები უკან არაფერზე იხევენ, ამიტომ სასამართლოში შევხვდებით” – წერს ამერიკელი მომღერალი ტვიტერზე.

ორივე მხარის იურისტები ცდილობენ ეს საქმე კულუარულად მოაგვარონ და სასამართლომდე არ მიიყვანონ.

ამასთან, Radiohead-ის წევრები კომპენსაციისთვის ბრძოლას ან სიმღერის თანაავტორად თავიანთი სახელების ჩაწერისთვის იბრძოლებენ.

შესადარებლად გთავაზობთ ორივე შესრულებას:

 

კომენტარები

კომენტარი