კულტურა

ყოფილი სამხატვრო სასწავლებლის შენობაში ხანძარი გაჩნდა

გუშინ გვიან ღამით, თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე თოიძის სახელობის ყოფილი სამხატვრო სასწავლებლის შენობაში ცეცხლი გაჩნდა. ხანძარი საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა, ადგილზე 8 მანქანა და 40-ზე მეტი მეხანძრე მაშველი მუშაობდა.

ამ დროისათვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა. აღნიშნული ობიექტი უკვე დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს და დაკეტილია.  ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან.

სამხატვრო სასწავლებლის შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. აღსანიშნავია, რომ მის შესაძენად სამინისტრომ აუქციონი 2 თვის წინ გამოაცხადა, თუმცა შენობა არ გაყიდულა.

კომენტარები

კომენტარი