კინო

ვინ გახდა ოქროს გლობუსი 2018-ის გამარჯვებული?

7 იანვარს, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში ოქროს გლობუსის რიგით 75-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას, რომლის ისტორია სტარტს 1944 წლიდან იღებს, 1500-მდე ადამიანი  მიწვეული სტუმარი ესწრებოდა. მას Late Night-ის წამყვანი, კომედიანტი სეთ მეიერსი უძღვებოდა.

ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ წლის წარმატებული მხატვრული ფილმებიდან და სატელევიზიო შოუებიდან საუკეთესო ნამუშევრები გამოავლინა.

Artnews.ge გთავაზობთ გამარჯვებულთა სრულ სიას:

კინოს სექცია

  • საუკეთესო ფილმი (დრამა) – სამი სარეკლამო დაფა ებინგის საზღვარზე, მისური
  • საუკეთესო ფილმი (კომედია ან მიუზიკლი) – “Lady Bird”
  • საუკეთესო მამაკაცი მსახიობი (დრამაში) – გარი ოლდმანი (“Darkest Hour”)
  • საუკეთესო მსახიობი ქალი (დრამაში) – ფრენსის მაკდორმანდი (სამი სარეკლამო დაფა ებინგის საზღვარზე, მისური)
  • საუკეთესო მსახიობი მამაკაცი (კომედიაში ან მიუზიკლში) – ჯეიმს ფრანკო (“The Disaster Artist”)
  • საუკეთესო მსახიობი ქალი (კომედიაში ან მიუზიკლში) – სერშა რონანი (“Lady Bird”)
  • მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი (დრამაში, კომედიაში, ან მიუზიკლში) – სემ როკველი  (სამი სარეკლამო დაფა ებინგის საზღვარზე, მისური)
  • ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი (დრამაში, კომედიაში, ან მიუზიკლში) – ელისონ ჯენი (მე, ტონია)
  • საუკეთესო რეჟისორი – გილერმო დელ ტორო  (წყლის ფორმა)
  • საუკეთესო სცენარი – მარტინ მაკდონაჰი  (სამი სარეკლამო დაფა ებინგის საზღვარზე, მისური)
  • საუკეთესო მუსიკა – Alexandre Desplat  (წყლის ფორმა)
  • საუკეთესო სიმღერა – “This Is Me” (Benj Pasek and Justin Paul) – The Greatest Showman
  • საუკეთესო ანიმაციური ფილმი – “Coco”
  • საუკეთესო უცხოური ფილმი – “In The Fade” (გერმანია/საფრანგეთი)

სატელევიზიო სექცია

  • საუკეთესო სერიალი (დრამა) – “მხევლის წიგნი” (Hulu)
  • საუკეთესო სერიალი (კომედია ან მიუზიკლი) – The Marvelous Mrs. Maisel (Amazon)
  • საუკეთესო მსახიობი მამაკაცი დრამატულ სერიალში – სტერლინგ ბრაუნი  (ეს ჩვენ ვართ)
  • საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში – ელიზაბეტ მოსი  (მხევლის წიგნი)
  • საუკეთესო მსახიობი მამაკაცი კომედიურ სერიალში – აზიზ ანსარი  (ყველაფრის ოსტატი)
  • საუკეთესო მსახიობი ქალი კომედიურ სერიალში – რეიჩელ ბროსნაჰანი  (The Marvelous Mrs. Maisel)
  • მამაკაცის საუკეთესო როლი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში –  იუენ მაკგრეგორი   (ფარგო)
  • ქალის საუკეთესო როლი – მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში – ნიკოლ კიდმანი (დიდი პატარა ტყუილები)
  • მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი – სერიალში, მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში – ალექსანდრ სკარშგორდი   (დიდი პატარა ტყუილები)
  • ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი – სერიალში, მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში – ლორა დერნი (დიდი პატარა ტყუილები)
  • საუკეთესო მინისერიალი ან სატელევიზიო ფილმი – “დიდი პატარა ტყუილები“

კომენტარები

კომენტარი