არქიტექტურა, არქეოლოგია კულტურა

7 ულამაზესი ტაძარი მსოფლიოს მასშტაბით

ქართველების კოლექტიურ ცნობიერებაში ერთმა ძალიან ცუდმა პრაქტიკამ გაიდგა ფესვები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მთელი ისტორია გახსნილია როგორც დასავლური, ისე აღმოსავლური კულტურული სიახლეებისთვის, ჩვენ მაინც გვინდა რომ ჩავიკეტოთ. ხშირად გავიგებთ ტელევიზიებში იმ მოსაზრებას, რომ ქართველებს სიახლის შიში გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ენა, სარწმუნოება და ყველა ფასეულობა სხვა რამეს ცხადყოფს. დღესდღეობითაც საზოგადოებრივ აზრს რომ ვკითხოთ, თუ რომელია ყველაზე ლამაზი ეკლესია, აუცილებლად გვიპასუხებს, რომ ეს ან სვეტიცხოველია ან სამება, რადგან არ აქვს სხვა ქვეყნების ეკლესიები და მატერიალური ძეგლები ნანახი.

“არტნიუსი” გთავაზობთ რამდენიმე უცხოურ ეკლესიას, რომლის სილამაზე ყველა თეისტსა თუ ატეისტს გააოცებს:

1. ბორგრანდ სტეივის ტაძარი, ნორვეგია

1180 წელს სოფელ ბორგრანდის მაცხოვრებლებმა ახალი ეკლესიის მშენებლობა დაიწყეს. ეს ტაძარი სხვა თავისი ეპოქის ეკლესიებისგან იმით განსხვავდება, რომ საძირკველი ქვებისგან აქვს გაკეთებული ხის მაგივრად.

2. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, ეთიოპია

ეს არის თერთმეტი მონოლითური ტაძრიდან ერთ-ერთი. მე-12 საუკუნეში ლალიბელამ მოისურვა ახალი იერუსალიმის აგება ამ ტაძრის სახით. ეს ტაძარი გამოირჩევა იმით, რომ ის არის ერთ ლოდში გამოკვეთილი, ე.ი. არ არის აგებული.

3. წმინდა სტეფანოზის ტაძარი, ირანი

Image result for church of st stephanos, Iran

ირანის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში იზოლირებული სომხური ეკლესია მწვანეში არის ჩაფლული. ტაძარში არის წმინდა მარიამისა და იესოს სამი ფრესკა.

4. ფერისცვალების ტაძარი, რუსეთი

Related image

მე-18 საუკუნის დასაწყისში, კუნძულ ყიჟზე, რომელიც ტბა ონეგაში მდებარეობს, ააგეს 37 მეტრის სიმაღლის სახეცვალების ტაძარი. ეკლესია მთლიანად ხის კონსტრუქციისგან არის აგებული.

5. წმინდა ბართოლომეუსის ტაძარი, გერმანია, ტბა კონიგზი

Image result for st bartholomew's church Lake Königssee

ტაძარი 1134 წელს ააგეს, მაგრამ წითელი ფერის სახურავი გაუკეთდა 1600 წელს. აქ მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი.

6. ლას ლაიას სანქტუარი, კოლუმბია

კოლუმბიის კანიონ გუაიტარაში მდებარეობს ტაძარი ლას ლაიას სანქტუარი, რომელიც 100 მეტრს შეადგენს სიმაღლეში. ალბათ, ბევრი თქვენგანი მიამსგავსებთ სხვადასხვა ფილმში გადაღებულ მისტიურ ტაძრებს. ეს მშვენიერი ეკლესია 1916-1949 წლებში შენდებოდა.

7. ვისქრი ფორტფირდის ტაძარი, რუმინეთი

ერთი შეხედვით ნუ იფიქრებთ, რომ ეს ნაგებობა ციხე-სიმაგრეა. მეთორმეტე საუკუნის ეკლესიაში დღემდე აღევლინება ლუთერანული წირვა-ლოცვა.

კომენტარები

კომენტარი