არქიტექტურა, არქეოლოგია

მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენა: ისრაელში არქეოლოგებმა ჰომო ერექტიკუსის კვალს მიაგნეს

ებრაელმა არქეოლოგებმა თელ–ავივთან ახლოს პრეისტორიულ უბანს მიაგნეს, სადაც 500 000 წლის წინანდელი არტეფაქტები იპოვეს, – ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ექსპერტების თქმით, ეს ადგილი “სამოთხე” იყო იმდროინდელი ადამიანისთვის, რადგან იმ არეალში ვხვდებოდით ნაკადულს, მცენარეულობას და ცხოველთა ნაირსახეობებს.

“იარაღს ისინი ადგილზევე აკეთებდნენ. აგრეთვე, ნადირობდნენ და ეწეოდნენ მეცხოველეობას. მათ ჰქონდათ ყველაფერი, რაც პრეისტორიულ ხალხს სჭირდებოდა.” – განაცხადა თელ–ავივის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ხელმძღვანელმა რაუნ ბარკამ.

მეცნიერთა აზრით, ნაპოვნი არტეფაქტები ცხადყოფს, რომ აქ ჰომო ერექტუსი ცხოვრობდა – ადამიანი, რომელიც “წელში გამართული” დადიოდა და რომელმაც ცეცხლის გამოყენება ისწავლა.

 

კომენტარები

კომენტარი