ლიტერატურა

8 საუკეთესო საშობაო ნაწარმოები

შობა ის დღესასწაულია, რომელსაც ნახევარი მსოფლიო აღნიშნავს. 21 საუკუნის წინანდელმა მოვლენამ მთელი მომდევნო ხანა მოიცვა. მან ასახვა საერთოდ ყველგან ჰპოვა. გავიხსენოთ ნახატები, ფილმები, ლექსები, მოთხრობები, ნოველები და ა.შ. საერთოდაც, ერთი წამითაც წარმოუდგენელია ცხოვრება და სააზროვნო სივრცე იესო ქრისტეს გარეშე.

ამიტომაც, შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით “არტნიუსი” გთავაზობთ რამდენიმე საუკეთესო საშობაო ნაწარმოებს.

1. საშობაო სიმღერა (ავტორი: ჩარლს დიკენსი)

1843 წელს ჩარლზ დიკენსმა დაწერა “საშობაო სიმღერა”. წიგნში გამოყენებულია ძალიან ბევრი დეტალი მწერლის ცხოვრებიდან. მთავარი გმირი, ებენზერ სქრუგი, არის მოხუცი, გაუმაძღარი. ებენზერს ეწვევა სამი სული, რომლებიც ამოგზაურებენ მას წარსულში, აწმყოსა და მომავალში და აჩვენებენ თუ როგორ ხვდებოდნენ, ხვდებიან და შეხვდებიან შობას.

2. შობის ბაბუის წერილები (ავტორი: ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი)

წიგნი, რომლებიც შედგენილია მწერლის ხელნაწერებისგან. რამდენიმე წლის მანძილზე, 1920 წლიდან, იგი თავის შვილებს სწერდა წერილებს შობის ბაბუის სახელით, სადაც მოუთხრობდა სახალისო ისტორიებს ჩრდილოეთ პოლუსიდან. წერილებს მთავარი გმირები იყვნენ შობის ბაბუა, თეთრი დათვი, მისი ძმისშვილები პაკსუ და ვალკოტუკა, გობლინები, წითური გნომები და სხვები.

3. საჩუქარი გრძნეულისგან (ავტორი: ო, ჰენრი)

წიგნი “საჩუქარი გრძნეულისგან” არის შესანიშნავი მოკლე ამბავი იმის შესახებ, თუ რას ვუსურვებთ ჩვენთვის საყვარელ ხალხს.

4. ელფები და ხარაზი (ავტორები: ძმები გრიმები)

ეს წიგნი კლასიკური ზღაპარია ძმები გრიმებისგან. ერთ დღეს ფეხსაცმლის მკერავი შედის თავის სამკერვალოში და ხედავს შესანიშნავ ფეხსაცმელს. მას კი მოუნდება გაიგოს თუ ვინ დაამზადა ისინი.

5. წერილი სანტა კლაუსისგან (ავტორი: მარკ ტვენი)

მარკ ტვენის ეს ნაწარმოები ძალიან ჰგავს ტოლკინის ნაწარმოებს “შობის ბაბუის წერილები”. წიგნი აგებულია რეალურ ისტორიაზე, მარკ ტვენის 3 წლის ქალიშვილზე.

6. რა არის შობა, როდესაც ვიზრდებით (ავტორი: ჩარლზ დიკენსი)

ამ ესეში ჩარლზ დიკენსი განიხილავს, თუ რა უნდა გვახსოვდეს შობის შესახებ, როდესაც ზრდასრულები გავხდებით.

7. ჭრიჭინა ღუმელზე (ავტორი: ჩარლზ დიკენსი)

ჩარლს დიკენსს სულ 5 საშობაო წიგნი აქვს დაწერილი, რომელთაგან ეს მესამეა. ნოველა არის ჭრიჭინაზე, რომელიც ახალგაზრდა ოჯახის მფარველ ანგელოზს ემსახურება.

შენიშვნა: სათაური შესრულებულია პირდაპირი და პირობითი თარგმანით.

კომენტარები

კომენტარი