კულტურა

4 იდუმალი ადგილი, სადაც მოგზაურობა იკრძალება

ბევრი თქვენგანი ფიქრობს, რომ დღესდღეობით მოგზაურობაში ერთადერთი ხელის შემშლელი მიზეზი ფინანსური მდგომარეობაა, მაგრამ არსებობს ადგილები, სადაც არცერთი ტურისტი არ დაიშვება. არ აქვს რამდენად მდიდარი,ან ცნობილი ხართ, ეს ადგილები თქვენთვის უბრალოდ აკრძალულია.

“არტნიუსი” გთავაზობთ ტურისტებისთვის აკრძალულ 4 ყველაზე იდუმალ ადგილს.

1. სურცი

1963 წელს ისლანდიის საზღვაო სივრცეში ამოხეთქა წყალქვეშა ვულკანმა, რომელმაც ძალიან მოკლე დროში გააკეთა კუნძული. მისი ფართობი მხოლოდ 2,7 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც აქ ტურისტები არ დაიშვებიან არის ის, რომ ამ კუნძულზე დღემდე მიმდინარეობს სამეცნიერო კვლევები.

2. ილჰა დე ქუეიმადა გრენდე (ბრაზილიის კუნძული)

ეს კუნძული ასევე ცნობილია სახელით “გველების კუნძული”. იგი მხოლოდ 35 კილომეტრითაა დაშორებული ბრაზილიისგან. ერთადერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ შეიძლება იქ ტურისტების მისვლა, შხამიანი გველებია. მიუხედავად იმისა, რომ ეს კუნძული ნამდვილი სამოთხეა, მისი ნახვა სიცოცხლის ფასად დაგიჯდებათ, რადგანაც საშუალოდ კუნძულზე ყოველ 0,43 კვადრატულ კილომეტრზე 4000 შხამიანი გველია.

3. ჩრდილოეთ სენტინელის კუნძული (ინდოეთი)

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ კუნძულზე ტურისტები ადგილობრივების გამო არ დაიშვებიან. იქ ცხოვრობენ ძალიან აგრესიული ხალხი, რომლებიც ძალიან შორს იჭერენ თავს თანამედროვე ხალხისგან. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ხალხი სხვებისგან უკვე 60 000 წელია გარიყულები არიან.

4. კუნძული გრუინარდი

1942 წელს ბრიტანეთმა კუნძული გრუინარდი შოტლანდიისგან იყიდა, რათა გამოეცადათ ბიოლოგიური იარაღი ანტრაქსი. კვლევების შემდეგ დადგინდა, რომ ანტრაქსმა გარემო დიდი ხნით მოწამლა, რამაც მოსახლეობის 95% სიკვდილი გამოიწვია. მოგვიანებით, 1986 წელს მეცნიერებმა ხელახლა შეისწავლეს კუნძული და 1990 წელს იგი უსაფრთხოდ გამოაცხადეს. მიუხედავად ამისა, ამ ადგილს არავინ არ სტუმრობს, რადგან მეცნიერების თქმით, საწამლავი მიწაში ჯერ კიდევ არის და რამდენიმე ასეული წლის მანძილზე კიდევ დარჩება.

კომენტარები

კომენტარი