არქიტექტურა, არქეოლოგია კულტურა

ნიკა რურუა: “ასე ანგრევენ ათასწლოვან კლდეს აბანოთუბანში”

ქართველი პოლიტიკოსი და ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა რურუა სოციალურ ქსელში სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, აბანოთუბანში ათასწლოვან კლდეს ანგრევენ, რათა კორპუსები ააშენონ.

გთავაზობთ ნიკა რურუას განცხადებას უცვლელად: “ასე ანგრევენ ათასწლოვან კლდეს დღეს აბანოთუბანში, რომ იქ საშინელი კორპუსი წამოჭიმონ. ჭრელი აბანოს უკან. ქალაქის დამცველებო, სად ხართ?!”

ნიკა რურუამ ინფორმაციას თან ფოტომასალა დაურთო, რომლის კომენტარებშიც საზოგადოების ნაწილის აღშფოთება შეიმჩნევა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მოსახლეობა რიტორიკულ შეკითხვას სვამს თუ სადაა ელისაშვილი, რაზეც თბილისის მერობის კანდიდატმა კომენტარითვე უპასუხა:

რომელიმე ელისაშვილს რატო ელოდებით? თუ რამემ აღგაშფოთათ ასევე ით და გააპროტესტეთ. ისე ცნობისთვის – მორზა შაფის ნგრევის ნებართვა 2008 ში გაიცა – ვაპროტესტებდით. შემდეგ ოცნების დროს არქიტექტურული პროექტი შეითანხმეს – საკრებულოში გაწევ–გამოწევა მქონდა. კლდეს რომ ანგრევენ ამასაც, რა თქმა უნდა, გავაპროტესტებ. არ ვიცოდი, გავიგე და გავაპროტესტებ. ვინმეს თუ ჰგონია მირზა შაფზე დარაჯად ვზივარ ცდება”.

“არტნიუსი” გთავაზობთ ფოტოებს, სადაც აბანოთუბანის მომავალი პროექტის ვიზუალიაციაა წარმოდგენილი:

კომენტარები

კომენტარი