ვიდეოები

მარინა დარასელია, იგივე ლამარა, შესანიშნავად ასრულებს ქართულსა და უცხოურ ჰიტებს (ვიდეო)

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა “Livestream”, სადაც ცნობილი ტელესერიალის “ჩემი ცოლის დაქალების” ერთ–ერთი პერსონაჟი, ლამარა ანუ მარინა დარასელია, შესანიშნავად უკრავს და მღერის ქართულსა და უცხოურ ჰიტებს.

ვიდეო ვიკა თოდუამ გაავრცელა და საზოგადოებაში გაოცება გამოიწვია.

“არტნიუსი” გთავაზობთ მარინა დარასელიას შესრულებას:

შეგახსენებთ, რომ მარინა დარასელია ცნობილ სერიალში “ჩემი ცოლის დაქალები” ერთ-ერთ სახასიათო როლს ასრულებს. ის გრიშა კაკაჩიას მთავარი შინამომსახურე – ლამარა გახლავთ, რომლის ხილვაც სერიალში მაყურებელს დიდად მოსწონს და ახალისებს.

კომენტარები

კომენტარი