კინო

“ჩემი ბედნიერი ოჯახი” საუკეთესო ფილმებს შორის მოხვდა

ცნობილმა და პრესტიჟულმა უცხოურმა გამოცემამ The Playlist 2017 წლის საუკეთესო ფილმებს შორის დაასახელა ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ქართული ფილმი “ჩემი ბედნიერი ოჯახიც”.

წლის საუკეთესო ფილმებს შორის დასახელდა ანდრეი ზვიაგინცევის Loveless, რობინ კამპილოს BPM, ნოა ბაუმბაჰის The Meyerowitz Stories და ა.შ.

“ჩემი ბედნიერი ოჯახისთვის” ეს მეორე ასეთი წარმატებაა. იგი ამერიკულმა ვებგვერდმა THE WRAP-მაც დაასახელა 12 საუკეთესო ფილმს შორის.

„ჩემი ბედნიერი ოჯახის“, რეალიზაციის უფლება მსოფლიო მა ინტერნეტ ტელევიზიის ქსელმა „Netflix“ შეიძინა.

შეგახსენებთ, რომ ფილმის მთავარი გმირი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, 52 წლის მარინა მხეიძეა (მსახიობი ია შუღლიაშვილი), რომელიც ერთ დღეს გადაწყვეტს კარდინალურად შეცვალოს საკუთარი რუტინული ცხოვრება და ოჯახი მიატოვოს, სადაც შვილები და მეუღლე სოსო (მსახიობი მერაბ ნინიძე) ცხოვრობენ.

კომენტარები

კომენტარი