კინო

ქართული ფილმი იმ ფილმების სიაში მოხვდა, რომელთაც 2018 წელს ყველაზე მეტად ელოდებიან

ცნობილმა ამერიკულმა კინოგამოცემამ IONCINEMA.COM და საავტორო კინოს ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ვიდეო პორტალმა – ბრიტანულმა MUBI-მ იმ ფილმთა სია გამოაქვეყნა, რომელთაც 2018 წელს ყველაზე მეტად ელოდებიან.

სიაში მოხვდა ქართული კინოსურათიც. საუბარია ლევან კოღუაშვილის ნამუშევარზე სახელწოდებით “მეოთხე ბრაიტონი”.

ახალი ქართული ფილმი ამერიკაში, კერძოდ კი, ნიუ-იორკში მცხოვრები ემიგრანტი ქართველების შესახებ მოგვითხრობს. სიუჟეტი ქართველი მამა-შვილის და მათი ურთიერთობის შესახებაა.

გადაღებები 2017 წლის თებერვალში საქართველოში დაიწყო. ფილმის ძირითადი ნაწილი კი ამერიკაშია გადაღებული.

კომენტარები

კომენტარი