კინო საშემსრულებლო ხელოვნება

“Star Trek-ის” მსახიობი 33 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჯონ პოლ სტეუერი პირველი მსახიობია, ვინც ფილმში “სტარ ტეკ” ითამაშა ალექსანდერ როჟენკოს როლი.

ახალგაზრდა მსახიობი 33 წლის იყო. იგი ზუსტად ახალი წლის დღეს, პირველ იანვარს გარდაიცვალა.

ჯონმა მსახიობობა 3 წლის ასაკში დაიწყო. მისი კარიერული პიკი კი 1990 წელი იყო, როდესაც მან ალექსანდერ როჟენკოს როლი შეასრულა ფილმში “სტარ ტეკ”.

1991 წელს ჯონმა მოღვაწეობა კომედიურ ჟანრში გააგრძელა. მან ითამაშა სერიალში “გვიანია სადილისთვის”.

მიუხედავად დიდი წარმატებებისა, 12 წლის ასაკში მან მსახიობობას თავი დაანება. ჯონი გადავიდა მუსიკაში და უკრავდა სხვადასხვა ჯგუფთან ერთად.

 

 

კომენტარები

კომენტარი