ლიტერატურა

“იტაკქვეშა გამომცემლობა” – ახალი ონლაინ ლიტერატურული ჟურნალი

ახალი ონლაინ ლიტერატურული ჟურნალი “იტაკქვეშა გამომცემლობა”    ( undergroundpublishing.ge ) გამოვიდა. დამფუძნებლების განცხადებით, ისინი მკითხველს თანამედროვე ქართულ ლიტერატურასთან ერთად უცხოელი ავტორების ნამუშევრებსაც გააცნობენ.

” წინა საუკუნეში მწერლები თანამშომლობდნენ ბეჭდურ ლიტერატურულ გამოცემებთან – ასე ეცნობოდნენ ისინი მკითხვეს და ცხოვრობდნენ ამ ჰონორარით. ეს მექანიზმი დღეს მოძველებულია, რადგან ბეჭდური გამოცემების მკითხველები ერთეულები არიან, ამიტომ ახალგაზრდა მწერლების ნაწარმოებები უყურადღებოდ რჩება და  ტირაჟის სიმცირის გამო ჰონორარი მიზერულია. ეს არ ნიშნავს რომ საქართველოში მკითხველი არაა. პირიქით… რედაქციებმა უნდა გაიზრონ რომ დრო შეიცვალა- მთელი ერთი საუკუნით. ლიტერატურა დროსთან ერთდ იცვლება, დროსთნ ერთად უნდა იცვლებოდეს გზა მკითხველამდე. ჩვენი რედაქციის მიზანი სწორედ ესაა”, – აცხადებენ ახალი გამოცემის დამფუძნებლები.

იატაკქვეშა გამომცემლობა სოციალური ქსელის 4 არხს იყენებს:Youtube, Instagram, Pinterest, Facebook. ვებ-გვერდზე  ქართველი და უცხოელი მწერლების პუბლიკაციების ნახვაცაა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი