ვიზუალური ხელოვნება

“ჩემი დაფარული სილამაზე” ანუ ირანელი ქალები ჰიჯაბის მიღმა

ჰოლანდიელი ფოტოგრაფი მარინკა მასეუსი გაემგზავრა ირანში, რათა გაეკეთებინა ფოტოპროექტი სახელად “ჩემი დაფარული სილამაზე”. ეს არის პროექტი, რომელიც უფლებას აძლევს ირანელ ქალებს იბრძოლონ გათავისუფლებისთვის.

ბევრ ირანელ ქალს სძულს ჰიჯაბი. ისინი ამ სამოსს ჩაგვრის სიმბოლოდ აღიქვამენ, რომელიც აიძულებს მათ, უარი თქვან საკუთარ არჩევანზე.

ირანელი ქალები ყოველდღიურად ებრძვიან ამ რეჟიმს თავიანთი პატარ-პატარა აქტივობებით, მაგალითად, ისინი ჰიჯაბს ძალიან დაბლა ატარებენ, ფერად ფერებს ირჩევენ, დადიან ძალიან ვიწრო საცვლებით და ა.შ. ეს ყველაფერი კი მხოლოდ პროტესტის ფორმაა და არა საკუთარი თავის გამოხატვა.

ფოტოგრაფის სასტუმროს ნომერში შუშები იმდენად იყო ჩამუქებული, რომ ისინი თამამად იღებდნენ სურათებს, რადგან გარედან არაფერი არ ჩანდა.

მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მედია მკაცრად კონტროლდება ირანის მთავრობის მიერ, ახალგაზრდებს მაინც აქვთ წვდომა სხვადასხვა სოციალურ ქსელთან. როდესაც მათ პოლიცია აკავებს ჰიჯაბის წესების დარღვევის გამო, ისინი ერთმანეთს უსაფრთხო მანძილიდან უღებენ და შემდეგ სოციალურ ქსელებში ავრცელებენ.

 

კომენტარები

კომენტარი