საშემსრულებლო ხელოვნება

დევიდ ბოუის “Volvo” აუქციონზე 218 000 აშშ–ის დოლარად გაიყიდა

დევიდ ბოუის 1981 წელს გამოშვებული Volvo შვედეთში, აუქციონზე, ნამდვილ ფასზე სამჯერ ძვირად, 218 000 აშშ–ის დოლარად გაიყიდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს მანქანა იყო ერთ-ერთი ბოლო ამ მოდელის წარმოების ისტორიაში. სულ 6 620 ეგზემპლარი იქნა დამზადებული.

აუქციონზე გატანამდე მანქანა შეაფასეს, როგორც ორიგინალამდე მიახლოებული და კარგ მდგომარეობაში მყოფი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გარბენი სულ რაღაც 53 000 კმ აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ დევიდ ბოუი თითქმის ყველა ადამიანმა იცის, შეგახსენებთ, რომ იგი იყო ინგლისელი მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი.

მისი სრული სახელი არის დევიდ რობერტ ჯოუნსი. იგი დაიბადა 1947 წლის 8 იანვარს და გარდაიცვალა სულ რაღაც 2 წლის წინ, 2016 წლის 10 იანვარს.

კომენტარები

კომენტარი