კინო

როდის გამოვა “სამეფო კარის თამაშების” მერვე სეზონი?

HBO-მ საბოლოოდ დაადასტურა, რომ სამეფო კარის თამაშების ფინალური, მერვე სეზონი 2019 წელს გამოვა.

ახალი სეზონის რეჟისორები დევიდ ბენიოფი, დენიელ ბრეტ უაისი, დევიდ ნატერი და მიგელ საპოჩნიკი იქნებიან.

ამხელა შუალედის მიზეზი კი შეიძლება ისაა, ორმ სერიალის ფინალური სეზონი ძალიან მასშტაბურია, ამიტომაც, დასკვნით ნაწილს მხოლოდ და მხოლოდ 2019 წელს ვნახავთ.

მედიის ცნობით, ხარჯებმა შესაძლოა მოიმატოს. თითოეული ეპიზოდის ქრონომეტრაჟი დაახლოებით 1 საათი და 30 წუთი იქნება.

შეგახსენებთ, რომ “სამეფო კარის თამაშები” ჯ. რ. რ. მარტინის ფენტეზი საგის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ ადაპტაციაა – სატახტო გვარების სისხლიანი ბრძოლა ვესტეროსისა და მისი რკინის ტახტის მოსაპოვებლად. სანამ დიდებული გვარები სამეფო კარის თამაშებში არიან ჩართულნი, ჩრდილოეთით, ყინულის კედლის მიღმა მაგიური არმია იღვიძებს და ყველაფერს განადგურებით ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი