კულტურა

Financial Times-მა საქართველო 2018 წლის 8 ალტერნატიულ სამოგზაურო მიმართულებას შორის დაასახელა

უცხოურმა ვებგვერდმა “Financial Times” საქართველო 2018 წლის 8 ალტერნატიულ სამოგზაურო მიმართულებას შორის დაასახელა. მათ შორის, ჩამონათვალში გვხვდება: პაკისტანი, ზიმბაბვე, წმინდა ელენეს კუნძული, საუდის არაბეთი, კანადა, ბოლივია, და სეიშელის კუნძულები.

სტატიაში გამახვილებულია ყურადღება საქართველოს ისტორიულ მნიშველობაზე და  დამოუკიდებლობის 100 წლის თავზე.

“თბილისში კულტურული მემკვიდრეობა ჩქეფს, მაგალითად, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, გალერეები, 8000 წლიანი ღვინის დამზადების ტრადიცია და ა.შ.” – წერს ჟურნალისტი.

სტატიის ავტორის თქმით, ახალი ავიარეისების დანიშვნის შემდეგ, ევროპიდან საქართველოში მოგზაურობა გაადვილდა.

 

 

კომენტარები

კომენტარი