ვიდეოები

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული არყის ბოთლი მოიპარეს

დანიაში პოლიცია ქურდს ეძებს, რომელმაც 1.3 მლნ. აშშ–ის დოლარის ღირებულების არყის ბოთლი მოიპარა.

არყის ბოთლი ოქროსგან, ვერცხილსგან და ბრილიანტებისგან იყო დამზადებული, რომელიც ბარის “კოპენჰაგენი” ვიტრინაზე ინახებოდა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბარში სხვა მრავალი ძვირფასი სასმელია მაგრამ ქურდმა მხოლოდ არაყი მოიპარა.

ბარის მფლობელმა, ბატონმა ინგბერგმა განაცხადა, რომ ეს არაყი მის კოლექციას 6 თვის განმავლობაში ამშვენებდა.

იხ. ვიდეო

 

კომენტარები

კომენტარი