საშემსრულებლო ხელოვნება

თბილისში გრემის ორგზის მფლობელის, გრეგორი პორტერის კონცერტი გაიმართება

12 იანვარს, 20:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში, ცნობილი მუსიკოსის, გრეგორი პორტერის კონცერტი გაიმართება. ის მაყურებლის წინაშე საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრსა და ნიკოლოზ რაჭველთან ერთად წარსდგება.

პორტერი „გრემის“ ჯილდოს ორგზის მფლობელია. 46 წლის მუსიკოსი 2014 და 2017 წელს საუკეთესო ჯაზ ალმობის ავტორად დასახელდა.

ამერიკელი ჯაზვოკალისტი, სოულისა და გოსპელის გენიალური შემსრულებლი თბილისში სპეციალური საახალწლო პროგრამით ჩამოდის. ღონისძიებაზე მაყურებელს საშუალება ექნება მოისმინოს შემსრულებლის ცნობილი ჰიტები L-O-V-E, Smile, The Christmas Song და სხვა.

კონცერტი SOLO-ს და Eastern Promotions-ის ორგანიზებით იმართება.

კომენტარები

კომენტარი