შემოქმედებითი ინდუსტრიები

25 იანვარს სუხიშვილები, 33ა და ნინო ქათამაძე კონცერტს გამართავენ

საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 25 იანვარს 20 საათზე თბილისის სპორტის სასახლეში მართავს საქველმოქმედო კონცერტს თეონა ნუცუბიძის დასახმარებლად.

ღონისძიებიდან შემოსული თანხა მოხმარდება თეონა ნუცუბიძის მკურნალობას, რომელსაც აქვს „არაჰოჯკინი ლიმფომას T უჯრედების აგრესიული ფორმა და სასწრაფოდ ესაჭიროება მკურნალობა ისრაელში.

ზემოაღნიშნულ კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო ანსამბლი „სუხიშვილები“, ნიაზ დიასამიძე, 33ა და ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე.

“მოგმართავთ თხოვნით, თქვენც შეიტანოთ წვლილი ამ კეთილ საქმეში, რათა ერთიანი ძალებით ხელი შევუწყოთ თეონა ნუცუბიძის მკურნალობისათვის თანხის შეგროვებას.
წინასწარ გიხდით მადლობას თანადგომისთვის. ” – ნათქვამია ღონისძიების ანოტაციაში

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

კომენტარები

კომენტარი