კულტურა

BBC-მ სტალინის სახლ–მუზეუმის შესახებ სიუჟეტი მოამზადა

ბრიტანულმა ტელეარხმა “BBC” გორში იმოგზაურა და სტალინის სახლ-მუზეუმის შესახებ სიუჟეტი მოამზადა.

იოსებ ჯუღაშვილის მშობლიურ ქალაქ გორს ჟურნალისტი მაია როსტოვსკა ესტუმრა.

როგორც ვიდეოს ანოტაციაშია ნათქვამი, როსტოვსკას დიდი ბაბუა, წარმოშობით პოლონელი, სახელმწიფო მოხელე იყო, რომელიც სტალინის რეპრესიულ რეჟის ემსხვერპლა.

ბრიტანელმა ჟურნალისტმა კი გადაწყვიტა, თავად ენახა იმ ადამიანის სახლ-მუზეუმი, ვისი გადაწყვეტილებითაც მისი წინაპარი გადასახლებაში აღმოჩნდა.

სტატიაში აღნიშნულია ისიც, რომ შენობას ყოველწლიურად ათობით ათასი დამთვალიერებელი სტუმრობს.

იხ. ვიდეო

კომენტარები

კომენტარი