არქიტექტურა, არქეოლოგია

ნოქალაქევის ისტორიული ციხე-ქალაქის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება

ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებიდან კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი ცენტრის, ძვ.წ. IV-III საუკუნეებიდან ერისთავ ქუჯის რეზიდენციისა და ახ.წ. IV-VII საუკუნეებში ეგრისის სამეფოს დედაქალაქის ციხე-გოჯი – არქეოპოლისის რეაბილიტაციის მე-2 ეტაპი იწყება.

ნოქალაქევის ისტორიული ციხე-ქალაქის ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო  სამუშაოების შედეგად,  უძველესი ციხე-ქალაქის ინსფრასტრუქტურა  სრულად განახლდება და თანამედროვე სტანდარტებს მოერგება.

ახ.წ. IV-VII სს. ეგრისის სამეფოს დედაქალაქის ციხე-გოჯი – არქეოპოლისის რეაბილიტაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით 2016 წელს დაიწყო. 2017 წელს სამუშაოების მე-2 ეტაპით გათვალისწინებულია ქვედა ნაქალაქარის ყველა სეგმენტის – გვირაბის, რკინის ხიდის, საფორთიფიკაციო ნაგებობების, სასახლეების, უნიკალური წყალსაცავის მოწესრიგება და სრულ კონსერვაცია. 40 მოწამეთა ტაძრისა და ამ ტაძარში არსებული ფრესკების რესტავრაცია-კონსერვაცია. წლევანდელი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, 2018 წელს მოეწყობა ნაქალაქარის ინფრასტრუქტურა: ბილიკები, მისასვლელი გზები, საინფორმაციო ბანერები და ა.შ. დასრულდება ნაქალაქარის ფერდობისა და ციტადელის პროექტირება, ხოლო ფიზიკური სამუშაოების განხორციელდების შემდგომ სრულად დამთავრდება ნოქალაქევის ნაქალაქარის რეაბილიტაცია.

პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება ახალი სამუზეუმო სივრცის შექმნა და ექსპოზიციის მოწყობა. მუზეუმში განთავსდება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქიმიურ-სარესტავრაციო ლაბორატორია, რომელიც მთელ დასავლეთ საქართველოს მოემსახურება.

კომენტარები

კომენტარი