ვიდეოები

12 იანვარს “ბნელი საათის” ჩვენება გაიმართება

მოგეხსენებათ, რომ ჯო რაიტის ფილმში “ბნელი საათი” ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ–მინისტრს გერი ოლდმენი ასახიერებს. უინსტონ ჩერჩილის შესახებ გადაღებული ფილმი  დიდი ბრიტანეთის კინო ეკრანებზე 12 იანვრიდან დაიწყება,  – ინფორმაციას ამის შესახებ Theguardian ავრცელებს

ფილმი ჩერჩილის თანამდებობაზე დანიშვნის პირველ პერიოდს ეხება. სურათში მთავარ გმირებად პრემიერის გარდა, გამოყვანილია ორი ქალბატონიც – ჩერჩილის მეუღლე და მისი პირადი მდივანი, რომლებმაც პოლიტიკოსის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.

გერი ოლდმენს პარტნიორობას კრისტინ სკოტ ტომასი და ლილი ჯეიმსი უწევენ.

ისტორიული დრამა Darkest Hour-ის ტრეილერი 2017 წლის ივლისში გამოვიდა.

იხ. ვიდეო

 

კომენტარები

კომენტარი