ვიდეოები ლიტერატურა

“Nebula–მ” ჯაყოს ხიზნების შინაარსი აბიტურიენტებს სიმღერით მოუთხრო (ვიდეო)

“Nebula–მ”  მიხეილ ჯავახიშვილის რომანის “ჯაყოს ხიზნები” შინაარსი აბიტურიენტებს სიმღერით მოუთხრო.

ნებულა არის გონიერი პლატფორმა, რომელიც თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად ურჩევს უმოკლეს გზას უმაღლეს ქულამდე.

ნებულა აბიტურიენტებს სთავაზობს საგამოცდო საგნებში მომზადებას თანამედროვე გზით.

ნებულა შედგება ოთხი ურთიერთდამოკიდებული ნაწილისგან:

  1. ვიდეო გაკვეთილები -საშუალებას გაძლევთ თეორიულად გაეცნოთ  გამოცდაზე მოთხოვნილ მასალას და მოისმინოთ რჩევები ამა თუ იმ ტიპის დავალების ამოსახსნელად.
  2. სავარჯიშო გარემო – ჩვენს კომფორტულ სავარჯიშო გარემოში ათასობით საავტორო ამოცანაა და კიდევ მრავალი ემატება ყოველთვიურად. ზოგადი უნარების კურსში საავტორო ამოცანებს ამხსნელი ვიდეოებიც მოჰყვება, რომლებითაც მოსწავლეებს განვუმარტავთ, როგორ უნდა ამოხსნას კონკრეტული ამოცანა.
  3. გამოცდის სიმულაცია -გარემო, სადაც სისტემაში მოხვედრილი დავალებებით დაგიგენერირდებათ საგნის შესაბამისი სტანდარტული გამოცდის სიმულაცია. კურსის განმავლობაში საშუალება მოგეცემათ გაიაროთ 20-ზე მეტი სიმულირებული გამოცდა.
  4. ანალიტიკური ალგორითმი- ხელოვნური ინტელექტი, რომელიც აანალიზებს თქვენ მიერ დაწერილი სიმულირებული გამოცდების შედეგებს და გიგეგმავთ ოპტიმალურ კურსს შედეგის გასაუმჯობესებლად.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ჯავახიშვილის რომანი. პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „მნათობში“. იგი მწერლის სიცოცხლეშივე ცალკე წიგნად ორჯერ გამოიცა: 1925 და 1926 წლებში. რომანი დაბეჭდილია თხზულბათა კრებულის მესამე ტომში (1934 წელს) 1957 წელს კი ეს რომანი სახელმწიფო გამომცემლობამ ცალკე წიგნად გამოსცა.რომანში, რომელსაც მწერალმა 20 წელი მოანდომა, XX საუკუნის დასაწყისის საქართველოს სოციალური პრობლემებია წარმოჩენილი. რომანი ავტორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად არის მიჩნეული.

იხ. ვიდეო:

 

კომენტარები

კომენტარი