საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

ნათია თოდუა გერმანიამ ევროვიზია 2018-ის ერთ-ერთ კანდიდატად დაასახელა

გერმანული Voice-ის გამარჯვებულმა ნათია თოდუამ ევროვიზია 2018-ზე შესაძლოა გერმანიის სახელით მიიღოს მონაწილეობა.

ევროვიზიის გერმანულმა კომისიამ თოდუა 6 კანდიდატს შორის დაასახელა, რომელთაგანაც ერთ-ერთი 8-12 მაისს, ლისაბონში გამართულ ევროვიზიის კონკურსზე იმღერებს.

ადგილობრივი შესარჩევი კონკურსი 22 თებერვალს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მომღერალი ნათია თოდუა გერმანული Voice-ს გამარჯვებული 18 დეკემბერს გახდა.

კომენტარები

კომენტარი