ვიდეოები

2017 წლის ვიდეოები, რომლებმაც მსოფლიოს თავი დაამახსოვრეს

2017 წელიც ნელ–ნელა მიილია. სხვადასხვა ვებგვერმა სამუშაო შეაჯამა და 2017 წლის საუკეთესო ფოტოები, სიმღერები, სტატიები დაასახელა.

ტენდენციას არც “არტნიუსი” დაარღვევს და შემოგთავაზებთ ვიდეობს, რომლებმაც 2017 წელს თავი დაგვამახსოვრებინა

1. ჯერემი კორბინი

დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერს ჯერემი კორბნის ამომრჩეველი სიმღერით დახვდა.

2. საგზაო შემთხვევა

ავტომაგისტრალზე მოძრავი ერთ-ერთი მანქანის ვიდეო რეგისტრატორი აფიქსირებს დავას მოტოციკლეტისტსა და მსუბუქი ავტომობილის მძღოლს შორის, რასაც შემდეგ ავარია მოჰყვა.

3. ნიჭიერი პილოტი

ნიჭიერი პილოტი შესანიშნავად სვამს თვითმფრინავს Airbus A380 გვერდითი ქარის დროს გერმანიის აეროპორტ დუსელდორფში.

4. ჰილარი კლინტონი

ჰილარი კლინტონის ფოტო ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელებში, სადაც ჩანს, რომ იგი კითხულობს სტატიას იმის შესახებ, რომ მაიკ პენსმა გამოიყენა პირადი მეილი ერთ-ერთი სხდომის დროს.

5. დონალდ ტრამპი და მისი მეუღლე

მთელი მსოფლიო გააოცა ამ ვიდეომ, სადაც ჩანს, თუ როგორ არ მოკიდა პრეზიდენტს თავის მეუღლემ ხელი.

6. ქარწაღებული

ეს ვიდეო ალბათ ყველას გეცოდინებათ. აქ ჩანს, თუ როგორ წაიღო ქარმა 4 წლის გოგონა.

7. ზღვის ლომის სიურპრიზი

ბრიტანეთში დასასვენებლად ჩასული ოჯახი თევზებს საკვებს აჭმევდა, როდესაც  ერთ-ერთი ოჯახის წევრს ძალიან კურიოზული და საშიში რამ შეემთხვა.

კომენტარები

კომენტარი