კულტურა

საქართველო ბლუზის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველო ბლუზის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ქვეყანაში მსგავსი ტიპის ღონისძიება პირველად ჩაატრდება.

BLUES&WINE-BlUES VILLAGE-ი BlUES VILLAGE-ს და KOKA & T. BLUES MOB-ის ერთობლივი პროექტია. ფესტივალი კულტურის სამინისტროს,  ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება.

ღონისძიების ფარგლებში,  ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე 13 კონცერტი გაიმართება. მელომანები ღია ცის ქვეშ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, სხვადასხვა ქვეყნის ბლუზმენებს მოუსმენენ.

კომენტარები

კომენტარი