საშემსრულებლო ხელოვნება

რინგო სტარი დედოფალმა რაინდად აკურთხა

დიდი ბრიტანეთის დედოფლის ოფიციალურ ვებ გვერდზე იმ ადამიანების სია გამოქვეყნდა, ვინც 2018 წელს რაინდის წოდებით შეხვდება. მათ შორის მოხვდა ცნობილი მუსიკოსი, ლეგენდარული The Beatles–ის დრამერი რინგო სტარი.

სტარი ლივერპულელი ოთხეულის მეორე ცოცხალი წარმომადგენელია პოლ მაკარტნისთან ერთად. ის დიდ სამეულს 1962 წელს შეუერთდა. 77 წლის მუსიკოსმა ბედი კინოშიც მოსინჯა. დრამის გარდა, რინგოს როგორც ვოკალისტსაც კარგი კარიერა ჰქონდა. განსაკუთრებით ჯგუფის დაშლის შემდეგ, როცა მან ინდივიდუალურად დაიწყო მუსიკის შექმნა და მსმენელს რამდენიმე დასამახსოვრებელი ჰიტი შესთავაზა,

რინგო სტარის გარდა, ბრიტანულ მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა Bee Gees-ის ვოკალისტი ბარი გიბიც.

კომენტარები

კომენტარი