ლიტერატურა

ოქსფორდელმა პროფესორმა ქართულ მუზეუმს წიგნების კოლექცია გადასცა

საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ბიბლიოთეკას ოქსფორდი უნივერსიტეტის პროფესორმა ჯეიმს ალანმა 224 დასახელების სამეცნიერო წიგნი გადასცა. წიგნები შეეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა ხელოვნება, ისტორია, კულტუროლოგია და ა.შ.

საახალწლო საჩუქრის გარდა, აღსანიშნავია, რომ მუზეუმის მეგობრების ასოციაციამ ინგლისურ და სპარსულ ენებზე გამოსცა ქართველი მეცნიერების მარინა ალექსიძის, გრიგოლ ბერაძისა და ირინა კოშორიძის მონოგრაფია “არფა’ ად -დოულე და საქართველო”. წიგნი დაიბეჭდა მუზეუმის მეგობრების ბეჰზად ბოლურისა და მეისამ რ.-ს შემოწირულობებით.

კომენტარები

კომენტარი