კულტურა

სასამართლომ ზვიად რატიანი დამნაშავედ სცნო და ჯარიმა დააკისრა

სასამართლომ პოეტი ზვიად რატიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორივე წარდგენილ მუხლში დამნაშავედ სცნო და მას 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

.შეგახსენებთ, რომ პოეტი რამდენიმე დღის წინ ჩატარებული საპოლიციო კონტროლისას დააკავეს. მას წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ. 

27 დეკემბერს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააშუქა შსს მიერ მიწოდებული ვიდეომასალა, რომელშიც პოეტი ბილწსიტყვაობს.

აღსანიშნავია, პოეტის ადვოკატის შეფასება. ანა ნასრაშვილი აცხადებს, რომ ვიდეო, რომელიც შსს-მ სასამართლოზე საქმის მტკიცებულებად წარადგინა, შესაძლოა, უწყვეტი არ იყოს.

მისივე თქმით, ზვიად რატიანი სამართალდამცველებმა საპოლიციო კონტროლის ფარგლებში გააჩერეს.

ადვოკატი აცხადებს, რომ ვიდეო პოლიციის თანამშრომლებს პირადი მობილური ტელეფონით არის გადაღებული, რისი უფლებაც არ ჰქონდათ.

კომენტარები

კომენტარი