ლიტერატურა

მთაწმინდის პანთეონში წიგნისა და საავტორო უფლებების დღე აღნიშნეს

წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მთაწმინდის პანთეონში სპეციალური ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილე თანამედროვე ქართველმა მწერლებმა პანთეონში დაკრძალულ მწერლებზე, პოეტებსა და მათ წიგნებზე ისაუბრეს.

რატი ამაღლობელი საუბრობდა  გალაკტიონ ტაბიძის შესახებ; გიორგი კეკელიძე აკაკი წერეთლის შესახებ; ლევან ბერძენიშვილი მიხეილ ჯავახიშვილის შესახებ; დავით ტურაშვილი ბაჩანა ბრეგვაძის შესახებ; სანდრო ლორთქიფანიძე ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ; ეთერ თათარაიძე  კი ვაჟა-ფშაველას შესახებ.

საჯარო  ლექციების პარალელურად, მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე წიგნების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, სადაც მისულ სტუმრებს სპეციალურ ფასდაკლებებს სთავაზობდნენ.

კომენტარები

კომენტარი