შემოქმედებითი ინდუსტრიები

სად რა იგეგმება ახალ წელს თბილისში?

საქართველოს დედაქალაქი საახალწლო სამზადისშია. სხვადასხვა პრესტიჟული დაწესებულებები ცდილობენ ქალაქს ხარისხიანი საღამო შესთავაზონ, ამიტომაც მოქალაქეებს დიდი თავსატეხი უჩნდებათ, თუ სად შეხვდნენ ახალ წელს, ან სად გაატარონ ახალი წლის მეორე დღე.

გამომდინარე ზემოთქმულიდან, “არტნიუსმა” გადაწყვიტა, მეტ–ნაკლებად, შეეგროვებინა პრესტიჟული ადგილების ჩამონათვალი და ღონისძიების ანოტაციბი.

“არტნიუსი” გილოცავთ დამდეგს და სასიამოვნო დღეებს გისურვებთ.

რა იგეგმება ხიდზე?

Image may contain: sky, text and outdoor

Regal – იგივე Gabriel Cassina. კლუბ KHIDI-ს რეზიდენტი ესპანელი პროდიუსერი და დიჯეი. Regal-ის დებიუტი Enemy Records-ზე 2012 წელს Mute EP-ით შედგა. მას შემდეგ პერიოდულად გამოსცემს მუსიკას ამ ლეიბლზე, თუმცა მის კრებულებს ასევე FIGURE •-სა და მის კუთვნილInvolve Records-ის კატალოგებში შევხვდებით. Regal-ისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რელიზი Len Faki (OFFICIAL)-თან ერთად ჩაწერილი “The End” იყო, რომელიც Faki-ს ლეიბლ FIGURE •-ზე 2016 წელს გამოიცა. Regal-ის მუსიკისთვის დამახასიათებელია დინამიური, ენერგიული ტექნო ჟღერადობა, რომელიც, როგორც მის დისკოგრაფიაში, ასევე მის სეტებში ყოველთვის დიდი დოზით გვხვდება.

Volte-Face – იგივე Casper Clark. ლონდონის ელექტრონული მუსიკის სცენის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა და ლეიბლ BleeD Music-ის დამაარსებელი. გამოირჩევა მდიდარი სელექციით, რაც მის ნებისმიერ სეტში ადვილი შესამჩნევია. Casper-ი არც ისე დიდი ხანია, რაც მუსიკას ქმნის, მაგრამ მის ნამუშევრებზე ეს არ აისახება. გარემიქსებული აქვს ისეთი არტისტების ტრეკები, როგორიცაა: Daniel AveryDJ SpiderPhil Moffa და SMD. მათ ნამუშევრებს Volte-Face-მა საკუთარი, უნიკალური ჟღერადობა შესძინა.

DJ BORING – იგივე Tristan Hallis. G2-ის რეზიდენტი, ახალგაზრდა არტისტი, რომელიც 2016 წელს გახდა ცნობილი. 18 წლის ასაკიდან მუსიკას მეტსახელ “Spook”-ით ქმნიდა და ძირითადად Garage, House და Lo-fi House-ზე ორიენტირებდა. განსაკუთრებული პოპულარობა მას Lo-fi ტრეკ Winona-მ მოუტანა, რომელშიც დასემპლილია 90-იანი წლების ცნობილ მსახიობ Winona Ryder-თან ინტერვიუ.

Digital Groove Affair – G2-ის რეზიდენტი დუო თბილისიდან, რომელიც 2016 წელს გიორგი კაკოიშვილისა და სოლო გაგუას შემადგენლობით შეიქმნა. მათი სეტები ძირითადად ორიენტირებულია Garage/Deep/Funky House ჟღერადობაზე.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

რა იგეგმება სფეისჰოლში?

No automatic alt text available.

გამოუვალი მდგომარეობა: ქართულ ალტერნატიულ მუსიკალურ ჯგუფს მსახიობი ვანიკო თარხნიშვილი, ჯგუფ ვიტამინის ყოფილი სოლისტი დავით გაბუნია, დრამერი პაპუნა ჟამიერაშვილი, ოთო ხმალაძე, გიორგი გობეჯიშვილი, შოთარი დარახველიძე და გიორგი გაბრიელაშვილი წარმოადგენენ. ჯგუფმა ახალი არანჟირებით და ორიგინალური ტექსტებით ქართულ 70-80-90-იანი წლების ცნობილ კომპოზიციებს ახალი ჟღერადობა შესძინა. მათი სადებიუტო ალბომი სახელწოდებით “გამოსავალი” 2015 წელს ბრავო რექორდსზე გამოიცა.

SvanSikh: პროდიუსერი ანანო სიხარულიძის და პროდიუსერი ბაჩო სვანიძის ელექტრო-პოპ დუეტი 2010 წელს ჩამოყალიბდა, ამავე პერიოდში გამოუშვეს პირველი წარმატებული ჩანაწერი Read In The Air, რომელსაც ადგილობრივ მუსიკალურ სცენაზე დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. 2012 წელს კი ელექტრონავტის დაჯილდოების ცერემონიალზე LP “Pitch It” წლის ალბომის ნომინაციაში გახდა გამარჯვებული, მინიალბომი Disco Day კი გერმანულ ლეიბლზე Keiz Beats გამოიცა, რის შემდეგაც მალევე მოექცა საბერძნეთის Itunes ჩარტებში. კოლექტივის მუსიკა პოპ-მუსიკის ჟანრს მოიცავს , თუმცა მასში შეიმჩნევა საცეკვაო და ელექტრონული მუსიკის ელემენტები.

Kordz: საქართველოში დაბადებული და ამჟამად ჰოლანდიაში მცხოვრები ალექსანდრე კორძაია განსხვავებული ჟღერადობის მქონე მუსიკოსია, რომელის შემოქმედებაზეც განსაკუთრებულ გავლენა კლასიკურმა მუსიკამ და დისკომ მოახდინა. მისი მუსიკა საველე ჩანაწერებისა და ცოცხალი ინსტრუმენტების კომბინირებით იქმნება.

L8: ლუკა მეტრეველის პროექტია, რომლის მრავალფეროვანი სეტები კლასიკურ დიჯეი პერფორმანსა და ცოცხალი ვოკალის ელემენტებს აერთიანებს.

რა იგეგმება ბასიანზე?

Image may contain: text

პირველ იანვარს, BASSIANI-ზე უკრაინელი DJ და პროდიუსერი, OSTGUT TON-ის და KLOCKWORKS-ის ოჯახის წევრი ETAPP KYLE დაუკრავს. B2B წარდგებიან კლუბის რეზიდენტები NDRX და KANCHELI. ლაივს დაუკრავს ZESKNEL, რომელიც ასევე IAZIKZAZUBAMI-ის სახელით არის ცნობილი.
HOROOM-ის ოთახში დაუკრავენ: BASSIANI / HOROOM-ის ახალი რეზიდენტი, BASSANI Records-ის ოჯახის წევრი და ლეიბლის OAKS დამაარსებელი HECTOR OAKS AKA CADENCY, ადგილობრივი სცენის წარმატებული პროექტი HVL და OBJECTOR TRAX B2B LILITH.

რა იგეგმება რუფტოპ ტერასაზე?

Image may contain: 3 people, people on stage

რუფტოპ ტერასაზე 31 დეკემებრს, 12 საათიდან 7 საათამდე შემდეგი არტისტები იქნებიან წარმოდგენილნი: ლუკა ზაქარიაძე, Riot Band, Dj Nick Asoev.

ბილეთის ფასი: 100 ლარი
მაგიდასთან ლიმიტი 1 პერსონაზე 50 ლარი
(მაგ: 4 კაციანი მაგიდა ბილეთი 400 ლარი ლიმიტი 200, სულ 600 ლარი)

მაგიდის რეზერვაცია: 599 98 64 66

 

 

 

კომენტარები

კომენტარი