საშემსრულებლო ხელოვნება

ბექა გოჩიაშვილი და მისი ბენდი თბილისში საშობაო კონცერტს გამართავს

ამერიკაში მოღვაწე ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი ბექა გოჩიაშვილი სააკუთარ ბენდთან ერთად თბილისში საშობაო კონცერტს გამართავს. ღონისძიება 7 იანვარს მულტიფუნქციუ სივრცე “რესპუბლიკაში” გაიმართება.

მუსიკოსები სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილ რეპერტუარს შეასრულებენ. გოჩიაშვილი ამერიკულ ბენდთან ერთად მაყურებლის წინაშე ჯაზისა და ჰიპ-ჰოპის სინთეზით შექმნილ მუსიკას წარმოადგენს.

ღონისძიებაზე დასწრება 500-მდე ადამიანისთვის იქნება შესაძლებელი. ბილეთები იყიდება ფილარმონიის სალაროებში და საიტზე tkt.ge.

აღსანიშნავია, რომ კონცერტი „რესპუბლიკას“ ღონისძიებათა სერიის პირველი წარმოდგენა იქნება. 2018 წელს სივრცე მნიშვნელოვნად დაიტვირთება საინტერესო ღონისძიებებით.

კომენტარები

კომენტარი