შემოქმედებითი ინდუსტრიები

საუკეთესო ადგილები მსოფლიოს მასშტაბით, სადაც გრანდიოზული საახალწლო სამზადისია

რამდენიმე დღეში ახალი,  2018 წელი გვეწვევა. მთელი მსოფლიოს ქვეყნები, ქალაქები, კლუბები, რესტორნები ცდილობენ, რომ ადამიანებს ხარისხიანი და საინტერესო ღონისძიებები აჩუქონ. ცხადია, რომ გამონაკლისი არც თბილისია. მცხოვრებლებს ძალიან დიდი თავსატეხი გაუჩნდათ, თუ სად გაატარონ ახალი წელი ან ახალი წლის მეორე დღე?

მართალია, რომ საქართველოში დაბალი სოციალური ფონი გვაქვს, მაგრამ შობა–ახალ წელს სასწაულები ხდება.  ამიტომაც, თუ მოხდა ისე,რომ  თქვენს ხელში აღმოჩნდა იმდენი თანხა, რომ სხვა ქვეყანაში ახალი წლის შესახვედრად გეყოფათ, “არტნიუსი” გირჩევთ თუ საით აიღოთ გეზი:

1. ავსტრალია

სიდნეიში ყველაზე გრანდიოზულად ხვდებიან ახალ წელს. დღესასწაული იმართება ოპერის სასახლესთან, სადაც ახალი წლის დადგომას მრავალი საკონცერტო ნომრებითა და გრანდიოზული ფოიერვერკებით აღნიშნავენ.

2. ჰონგ–კონგი

Image result for Hong Kong new years eve

ჰონგ კონგში ახალ წელს ფოიერვერკებით აღნიშნავენ გემოვნებიანი და სახალისო მუსიკის თანხლებით.

3. ბანგკოკი

Image result for Bangkok new years eve

ბანგკოკი ხშირად მოწინავე ადგილს იკავებს აზიური ქალაქების ღამის ცხოვრების სიაში, ასე რომ, გასაკვირი არ უნდა იყოს მისი ამ სიაში გამოჩენა. ბანგკოკმა მსოფლიოს წამყვანი ქალაქების აღნიშვნებს იმით უპასუხა, რომ ამ ქალაქში წვეულება რამდენიმე ადგილას იმართება, განსხვავებით სხვა ყველა ქალაქისგან.

4. დუბაი

Image result for dubai new years eve

დუბაის მთავარი სილამაზე ახალი წლის აღნიშვნისას “ბურჯ ხალიფა” ფოიერვერკებია.

5. მოსკოვი

Image result for moscow new years eve

მოსკოვის ისტორიულ წითელ მოედანზე იმართება ერთ-ერთი ყველაზე ცივი, მაგრამ ამავდროულად ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სანახაობები ახალი წლისთვის.

6. რიო დე ჟანეირო

Image result for rio de janeiro new years eve

თუ თქვენ გინდათ, რომ ახალ წელს თბილ სანაპიროზე 2 მილიონ უცხო ადამიანთან ერთად შეხვდეთ, მაშინ რიო გელოდებათ.

7. ნიუ-იორკი

Image result for new-york new years eve

ფილმებიდან ალბათ ყველამ კარგად იცით, რომ ახალი წლის საღამოს, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, თაიმს სქვერზე გამოდის მილიონობით ადამიანი და ესწრება ბურთის ჩამოგდების საზეიმო ცერემონიას.

8. ლას ვეგასი

Image result for las vegas new years eve

31 დეკემბრის საღამოს ლას ვეგასის ქუჩები იკეტება მანქანებისთვის. ხალხი გამოდის გარეთ და უამრავ შოუებს უყურებს, რომლებსაც სხვადასხვა სასტუმრო და კაზინო დგამს.

კომენტარები

კომენტარი