ვიდეოები

ქართული ვიდეოები 2017 წლის საუკეთესო Coub-ებს შორის

Coub–ები 2017 წელს საქართველოში საკმაოდ პოპულარული გახდა. თითქმის არც ერთ მნიშვნელოვან მოვლენას არ ჩაუვლია ისე, რომ ქართველ ”ქუბერებს” მასზე სასაცილო 10 წამიანი, მცირე ვიდეო არ გაეკეთებინათ. ახალი სიცოცხლე შეიძინეს ძველმა კურიოზებმა და პოპულარულ ქუბებებად იქცნენ ერთი შეხედვით არცთუ სასაცილო კადრები. მათ შორის იყო საქართველოს ერთ–ერთ ეკლესიაში გადაღებული ნათლობის ცერემონიის ამსახველი ვიდეო. მას ხმა ცნობილი ფილმიდან “დიდი ლებოვსკი” ადევს.

ქუბების ოფიციალურმა საიტმა ცოტა ხნის წინ 2017 წლის საუკეთესო ნამუშევრები გამოაქვეყნა. საუკეთესოებს შორის მოხვდა ნახსენები ქუბიც ”დიდი ლებოვსკის” და ნათლობის შესახებ. რჩეულთა შორისაა კიდევ ერთი ქართული მუსიკალური ვიდეო, რომელიც გიორგი მჭედლიშვლის მიერ არის შექმნილი.

გთავაზობთ ქართულ ქუბებს, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესოთა შორის მოხვდნენ:

კომენტარები

კომენტარი