საშემსრულებლო ხელოვნება

გიორგი მახარაძე ქართველ ხალხს დახმარებისთვის მადლობას უხდის

მოგეხსენებათ, რომ მსახიობ გიორგი მახარაძეს რამდენიმე დღის წინ ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს, რომლის მკურნალობისთვისაც სოლიდური თანხა იყო საჭირო. თანხა ერთობლივი ძალისხმევით ძალიან მალე შეგროვდა, რაზეც მსახიობი მადლობელია:

“პირველ რიგში მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ჩემს კოლეგებს, მეგობრებს, ემიგრანტებს, იმ ადამიანებს ვისაც პირადად არ ვიცნობ მაგრამ გვერდში მიდგანან და თითოეულ ადამიანს ვინც მგულშემმატკვივრობს მოკლედ ამ ეტაპზე ხალხის, მეგობრების და კოლეგების უდიდესი მონდომებით და მხარდაჭერით ის თანხა რაც საჭიროა თურქეთში წასასვლელად გროვდება, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით უდიდეს მადლობას, შემდგომი ეტაპისთვის რა იქნება საჭირო და როგორ, ყველა დეტალს და ინფორმაციას პირადად მე მოგაწვდით სოციალური ქსელის დახმარებით…. ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მერიას და ჯანდაცვის სამინისტროს რომლებიც მზად არიან დახმარებისათვის და გვერდში დგომისთვის, თუმცა ამ ეტაპზე არ გვესაჭიროება მეტი დახმარება რადგან პირველი ეტაპისთვის საჭირო თანხა თითქმის შეგროვდა…. კიდევ ერთხელ უუუუუდიდესი მადლობა თქვენ ყველას, ძალიან მაგრები ხართ, მიყვარხართ და ვამაყობ რომ ესეთი გვერდში დგომა შეგიძლიათ, მე ყველაფრით რითიც შემეძლება უკან დაგიბრუნებთ ამ სიყვარულს და თანადგომას წინასწარ გილოცავთ ყველას ახალ წელს, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ მთეეეეელი გულით P.S ეს მადლობა მხოლოდ ამ ეტაპისთვის, გაცილებით დიდი მადლობა მაქვს თქვენთვის გადასახდელი” – განაცხადა მსახიობმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მახარაძე ტელეეკრანებზე “შუა ქალაქიდან” გამოჩნდა. შემდეგ იგი მხატვრულ ფილმში “ზღვარი” ასრულებდა ერთ–ერთ მთავარ როლს. ნამდვილი პოპულარობა კი “ჩემი ცოლის დაქალებით” მოიპოვა. იგი ნატრულის შვილის, მაქსიმეს როლში მოგვევლინა.

 

 

კომენტარები

კომენტარი