ვიდეოები ვიზუალური ხელოვნება კულტურა

“ძაან ჩვეულებრივი გამოფენა” – გვერდი, რომელიც ნახატებს აცოცხლებს

სოციალურ ქსელში ერთი საკმაოდ საინტერესო გვერდი გამოჩნდა, სახელწოდებით “ძაან ჩვეულებრივი გამოფენა”.

პროექტის ორგანიზატორები ცდილობენ საუკუნეების წინ შექმნილი შედევრები რეალურ ცხოვრებაში, რეალური ადამიანებით გააცოცხლონ. “გამოფენის” მიზანი სოციალური ქსელის ნახატებით გალამაზებაა.

“ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი დავაინტერესოთ მხატვრობით და ჩავრთოთ ნახატების გაცოცხლების პროცესში.

ასე რომ, თუ თქვენს მეგობარს ან საკუთარ თავს, ამსგავსებთ რომელიმე ნახატის პერსონაჟს, მოგვწერეთ და ერთად შევქმნათ ძაან ჩვეულებრივი გამოფენა.

მზად ვართ ნებისმიერი სირთულის თუ სიღრმის მქონე ნახატს შევეჭიდოთ და ჩავბეროთ სიცოცხლე” – ამბობენ პროექტის ორგანიზატორები.

ამ ეტაპისთვის გვერდზე უკვე 5 ექსპონატი გაცოცხლდა.

“არტნიუსი” გთავაზობთ მათ ვიდეოებს:

 

კომენტარები

კომენტარი