საშემსრულებლო ხელოვნება

კომპოზიტორი ვლადიმერ შაინსკი გარდაიცვალა

მოსკოვში 92 წლის ასაკში ცნობილი კომპოზიტორი ვლადიმერ შაინსკი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა.

შაინსკის შემოქმედებითი კარიერა გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო. ის არაერთი საბავშვო სიმღერის მუსიკის ავტორია. მის მიერაა შექმნილი მუსიკა ისეთი ცნობილი ანიმაციური ფილმებისთვის, როგორიცაა “ჩებურაშკა და ნიანგი გენა”, “საუზმე ბალახზე”, “სასკოლო ვალსი” და სხვ.

შაინსკი 1925 წლის 12 დეკემბერს კიევში დაიბადა. იგი კიევის კონსერვატორიასთან არსებულ მუსიკალური ათწლედის სკოლაში სწავლობდა, თუმცა ომმა მისი სწავლის პროცესი დაარღვია და 1941 წელს ოჯახი ტაშკენტში იქნა ევაკუირებული.

მან მუსიკალური განათლების მიღება ტაშკენტის კონსერვატორიაში განაგრძო, შემდეგ კი იგი არმიაში გაიწვიეს.

კომენტარები

კომენტარი