კინო

10 საუკეთესო ფილმი, რომელსაც საშობაოდ უნდა უყუროთ

ძალიან მალე ახალი წელი გვეწვევა. მთელი მსოფლიო საშობაო განწყობის შექმნას ცდილობს, ზოგი საახალწლო რეკლამებით, ზოგიც დეკორაციებით, მაგრამ ერთ–ერთი მნიშელოვანი ბერკეტი იმისთვის, რომ საახალწლო სამზადისი მეტად სახალისო გახდეს, კინემატოგრაფიაა.

“არტნიუსი” გთავაზობთ 10 საუკეთესო ფილმს, რომელსაც, ოჯახთან ერთად, ახალ წელს უნდა უყუროთ:

10. თეთრი შობა (White Christmas)

 ნიჭიერი მომღერალი და მოცეკვავე გაერთიანდებიან ომის შემდეგ, რათა გახდნენ შოუბიზნესის ყველაზე მოთხოვნადი არტისტები.

9. ცუდი სანტა (Bad Santa)

შობის ღამეს, სუპერმარკეტის გაძარცვის მიზნით, თაღლითი და მისი პარტნიორი სანტას და მის პატარა ასისტენტს განასახიერებენ. საქმე გართულდება, როცა თაღლითი დაუმეგობრდება ბავშვს, ხოლო დაცვის უფროსი კი მათ ჩანაფიქრს მიხვდება.

8. საშობაო ზღაპარი (A Christmas Carol)

მაიზერ ებენეზერ სკრუჯს შობის წინა ღამეს სულები გააღვიძებენ და დაანახებენ მის უაზრო და უშინაარსო ცხოვრებას, აჩვენებენ რა შესაძლებლობები გაუშვა ახალგაზრდობაში, მის ახლანდელ უხეშ ქცევებს და იმას, რაც ელოდება თუ სკრუჯი ამ ყველაფერს არ შეცვლის…

7. გრემლინები (Gremlins)

პატარა მომხიბვლელ ცხოველს გრემლინს გულისაჩუყება ქვისთვისაც შეუძლია. თან მას უნაკლო სმენა აქვს! ოღონდ ფრთხილად იყავით: ის მზის შუქისგან შეიძლება დაიღუპოს. მისი დასველება არ შეიძლება და რა მოხდება თუ მას 12 საათის შემდეგ საჭმელს აჭმევთ? ამის წარმოდგენა უბრალოდ შეუძლებელია.

6. ელფი (Elf)
Image result for elf movie

უამრავი წლის წინ პატარა ბავშვი სანტა კლაუსის ტომარაში დაიმალა და მასთან ერთად შორეულ ჩრდილოეთ პოლუსზე გაემგზავრა. საცოდავი პატარა ელფების შორის აღმოჩნდა, სადაც ერთ–ერთი მათგანი მას იშვილებს. მას ახალ სახლს მისცემენ და  ბადის დაარქმევენ. წლების შემდეგ, ის ეცდება ელფების და პიგმეების ჯადოსნურ სამყაროში გამყარებას და წინ წაწევას, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა – ის ზედმეტად მაღალი და შესამჩნევია, იმისათვის, რომ ნამდვილი ელფი გახდეს.

5. შობა კონექთიკუტში (Christmas in Connecticut)
Image result for christmas in CONNECTICUT

ჟურნალისტისთვის უცხოა სახლის საქმე, ის გაცილებით უკეთ უმკლავდება ჟურნალში საკუთარ სვეტს, ვიდრე საშიანო საქმეებს. საშაობაოდ მას უფროსისთვის მოუწევს დამტკიცება, რომ ბევრი რამე ძალუძს.

4. უმჯობესია ფრთხილად იყო (Better Watch Out)

ქალაქგარე სახლში ძიძა ცდილობს დაიცვას 12 წლის ბიჭი მძარცველებისაგან, მაგრამ მალე გაირკვევა, რომ ეს უბრალო ძარცვა არაა.

3. სანტა კლაუსის საიდუმლო სამსახური (Arthur Christmas)
Image result for Arthur Christmas

ფილმი ფარდას ხდის საიდუმლოებას იმის შესახებ, თუ როგორ ახერხებს სანტა-კლაუსი მსოფლიოს ყველა ბავშვისთვის საჩუქრების დარიგებას ერთი ღამის განმავლობაში.

2. საახალწლო სასტუმრო (Holiday Inn)
Image result for Holiday inn movie

საახალწლო მიუზიკლი, მომღერალი და მოცეკვავე ჯიმი ჰარდი, მიდის შოუბიზნესისადან და ქალაქგარეთ, ფერმაში გადადის, თუმცა უბრალო ფერმერის ცხოვრება მისთვის ძალიან მოსაწყენია და ის გადაწყვეტს, ელიტარული გასართობი კლუბი გააკეთოს.

1. საოცრება 34-ე ქუჩაზე (Miracle On 34th Street)
Image result for Miracle On 34th Street

აღლუმის დროს, რომელსაც დიდი მაღაზია აწყობს შობის ღამეს, მსახიობი, რომელსაც სანტა-კლაუსი უნდა ეთამაშა – ძალიან ნასვამია. აღლუმის რეჟისორი დორის უოკერი სთხოვს კრის კრინგლს, რომ სანტას როლი შეასრულოს. აღლუმის წარმატებით ჩატარების შემდეგ, კრინგლს მაღაზიაში ასაქმებენ. მაგრამ, როდესაც მაღაზიის მენეჯერი იგებს, რომ კრისი ბავშვებს ძველი სათამაშოების ყიდვას აიძულებს, იგი ბრაზდება. ამის სანაცვლოდ, კრინგლსი ბავშვებს მათ კონკურენტ მაღაზიაში აგზავნის სათამაშოების შესაძენად. კრისი იწყებს მტკიცებას, რომ იგი ნამდვილი სანტაა. მას ამის დამტკიცება მოუწევს.

კომენტარები

კომენტარი