არქიტექტურა, არქეოლოგია

8 მუმია, რომელიც ისტორიულ მნიშველობას ატარებს

მუმიის გაგონებაზე, როგორც წესი, ყველას შიში და ძრწოლა აიტანს ხოლმე, მით უმეტეს მაშინ, თუ ფილმი “მუმია” გაგვახსენდება, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ეგვიპტური ტრადიცია უდიდეს ისტორიას ატარებს.

მუმია ეს არის ბალზამირებით შენახული სხეული. მას უწოდებენ არა მარტო ადამიანის, არამედ ნებისმიერი სხვა ცოცხალი ორგანიზმის სხეულს, რომელსაც სპეციალური ქიმიური დამუშავება უტარდება, რის შედეგადაც წყდება ან ნელდება ქსოვილების დაშლის პროცესი. განასხვავებენ ხელოვნურად და ბუნებრივად მუმიფიცირებულ სხეულებს.

“არტნიუსი” გთავაზობთ “National Geographic”-ის მიერ შეგროვებულ ფოტოებს, სადაც როგორც ათასწლოვანი ნიანგის სხეული, ისე მე–20 საუკუნეში დაღუპული ადამიანების მუმიები გვხვდება.

1. ფარაონი რამზეს მე-2 (ძვ.წ. 1279-1213). იგი ეგვიპტის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მმართველად მოიხსენიება

2. “გრაუბელი კაცი”. ეს არის ბუნებრივი მუმია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მუმიფიცირება არავის არ მოუხდენია. დაახლოებით 2000 წლის წინ მას გამოჭრეს ყელი და გადააგდეს ტორფის ჭაობში, რამაც გვამი ძალიან კარგად შეინახა.

3. ეგვიპტეში მხოლოდ ფარაონების მუმიფიცირება არ ხდებოდა. ძველი ეგვიპტელები ისეთი ცხოველების მუმიფიცირებასაც ახდენდნენ, რომლებიც, მათი წარმოდგენით, წმინდანები იყვნენ. მაგალითად ეს ნიანგი ათასობით წლის წინ იქნა მუმიფიცირებული. ნიანგის სახეზე იდუმალი ღიმილი ჩანს.

4. ჯერემი ბენთამი. ფილოსოფოსი 1832 წელს გარდაიცვალა. უცნაური ფაქტი ისაა, რომ მან სიცოცხლეშივე გადაწყვიტა, რომ მისი სხეული სიკვდილის შემდეგ დაკონსერვებულიყო. იგი ლონდონის უნივერსიტეტში “ზის” და აცვია ყოველდდღიური ტანისამოსი.

5. ეს ადამიანის ფეხი 1944 წელს ადგილობრივმა ფერმერმა ერთ-ერთ ჭაობში იპოვა. სამწუხაროდ, მთლიანი სხეული ეძებს, მაგრამ ვერ აღმოაჩინეს.

6. ეგვიპტელი დედოფლის შინაური ცხოველი, რომელიც დაახლოებით ძვ.წ. 945 წელს იქნა მუმიფიცირებული

7. ეს მუმია პერუში იქნა აღმოჩენილი. ტრადიციების მიხედვით, ადგილობრივები გარდაცვლილებს გულმოდგინედ ამუშავებდნენ და ეზოში მარხავდნენ.

8. ეს მუმია არის ეგვიპტის მმართველის ჰატშეპსუტის ცხედარი. იგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მდედრობითი სქესის მმართველი იყო ეგვიპტის ისტორიაში, რომელიც სამეფოს ძვ.წ. 1479 წლიდან ძვ.წ. 1458 წლამდე მართავდა. მისი ცხედარი 1903 წელს აღმოაჩინეს არქეოლოგებმა, მაგრამ მისი იდენტიფიცირება მხოლოდ 2006 წელს გახდა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი