ვიდეოები

BBC: 10 ათასი იაპონელის მიერ შესრულებული ბეთჰოვენის მე–9 სიმფონია (ვიდეო)

იაპონიაში, დეკემბრის თვეში,  შობა–ახალიწლის პერიოდში, საქვეყნოდ სრულდება ერთი კომპოზიცია, რომელშიც მონაწილეობას, ქვეყნის მასშტაბით, 10 000 იაპონელი ყოველწლიურად იღებს. აქედან მხოლოდ სოლისტია ნამდვილი მომღერალი და ორკესტრი პროფესიონალებით დაკომპლექტებული, დანარჩენი კი უბრალოდ სიმღერის მოყვარულია.

ეს კომპოზიცია ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიაა.

როგორც ცნობილია ამ ტრადიციას საფუძველი პირველი მსოფლიო ომის დროს ჩაეყარა, კერძოდ 1918 წელს, მას ტოკუსიმაში გერმანელი სამხედრო ტყვეები ასრულებდნენ.

იხ. ვიდეო:

შეგახსენებთ, რომ მეცხრე სიმფონია ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის უკანასკნელი დასრულებული სიმფონიაა, რომლის პრემიერაც 1824 წელს შედგა. როგორც პირველმა ვოკალურმა სიმფონიამ, მან გარდატეხა მოახდინა მუსიკის ისტორიაში და მის გავლენას შემდეგი თაობის მუსიკოსებიც განიცდიდნენ. დღეს იგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია კლასიკური მუსიკის ჟანრში.

 

კომენტარები

კომენტარი