კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება

სხვადასხვა კუთხურ მოტივებზე შესრულებული “ალილო”

“ალილო” ქართული საშობაო სიმღერაა, რომელიც სრულდებოდა შობის წინა ღამეს. შეიკრიბებოდა სულ მცირე 3 კაცი, სიმღერის სამხმოვანებიდან გამომდინარე, ჩამოუვლიდა თითოეულ ოჯახს და სიმღერით მიულოცავდა შობა–ახალწელს.

მასპინძელი მომღერლებს სანოვაგით ასაჩუქრებდა (აუცილებლად უნდა გაეტანებინათ კვერცხი — სიცოცხლისა და ნაყოფიერების სიმბოლო). ალილოს ტექსტებში („ოცდახუთსა დეკემბერსა“, „ჩიტი ღობეზე შემოჯდა“, „წისქვილს პური დავარიგე“ და სხვ.) გამოთქმული იყო ჯანმრთელობის, ბედნიერებისა და ბარაქიანობის სურვილი.

ალილო მთელ საქართველოში იყო გავრცელებული და ყველა კუთხეში თავისებურად ასრულებდნენ. სიმღერას წარმართული ჰანგი უდევს საფუძვლად. „ალილო“, როგორც ჩანს, მოგვიანებით დაერქვა (ალილუიასგან).

“არტნიუსი” გთავაზობთ სხვადასხვა კუთხური წარმომავლობის მოტივებზე შესრულებულ “ალილოს”:

მესხური ალილო

რაჭული ალილო

სვანური ალილო

მეგრული ალილო

გურული ალილო

კახური ალილო

იმერული ალილო

ქართლური ალილო

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი