შემოქმედებითი ინდუსტრიები

კუბაში საახალწლო ფესტივალზე პიროტექნიკა აფეთქდა – დაშავებულია 39 ადამიანი (ვიდეო)

აფეთქების შედეგად, რომელიც კუბაში, საახალწლო ფესტივალზე მოხდა, 39 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის არის 11-დან 15 წლამდე 6 მოზარდი.

ინფორმაციას Reuters ავრცელებს.  ინციდენტი ქალაქ რემედიოსში მოხდა. აქ ტრადიციული ფესტივალი ყოველი წლის 24 დეკემბერს იმართება და ღონისძიებას უამრავი ტურისტი ესწრება.

აფეთქება პიროტექნიკით სავსე ტომარამ გამოიწვია, რომელშიც შემთხვევით მოხვდა ნაპერწკალი. ადგილობრივმა პოლიციამ საქმის გამოძიება დაიწყო.

იხ. ვიდეო

კომენტარები

კომენტარი