კულტურა

ცნობილ ფოლკლორისტს ტრისტან მახაურს დახმარება სჭირდება

ცნობილი ფოლკლორისტი და ლიტერატორი ტრისტან მახაური დახმარებას საჭიროებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელლში მიხეილ ღანიშაშვილი ავრცელებს და მოუწოდებს მოსახლეობას, რომ დაეხმარონ ტრისტანს, რადგან ის მატერიალურად ვერ უმკლავდება პრობლემას.

როგორც ცნობილია, მას ამ ორიოდე წლის წინათ კუჭზე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. გარდა ამისა, იგი ქიმიებსაც იკეთებდა, მაგრამ დაავადებამ კვლავ თავი იჩინა.

“ამასწინათ უნივერსიტეტში ერთ-ერთ პრეზენტაციაზე ვნახე და ისეთი გამხდარი და დაუძლურებული მეჩვენა, რომ ლამის ენა მუცელში ჩამივარდა, ვერაფრის თქმა ვეღარ მოვახერხე.

გუშინ და გუშინწინ მდგომარეობა კიდევ უფრო გართულებია. ისეა ტკივილებისაგან დაუძლურებული, რომ საწოლიდან წამოდგომაც კი უჭირსო…

ტრისტანი უსახსროა და მომვლელ-პატრონის ხელიც აკლია.

ამიტომ მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით მეგობრებს, ახლობლებსა და ნაცნობებს, ვინც ახლა თბილისში იმყოფებით ან ხელი მიგიწვდებათ კარგ ექიმებსა და კლინიკებზე, რომ დაუკავშირდეთ და დაეხმაროთ ამ დიდებულ ადამიანს!

ეს არის ტრისტანის ტელეფონის ნომერი: 595152261″ – წერს მიხეილ ღანიშაშვილი.

ანგარიშსწორების ანგარიში: GE28LB0711120651150002 (ლიბერთი ბანკი)

შეგახსენებთ, რომ ტრისტან მახაური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.

 

 

კომენტარები

კომენტარი