საშემსრულებლო ხელოვნება

მსახიობ გიორგი მახარაძეს ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს

ცნობილი ტელესერიალისა და სოციალური სატირის “ჩემი ცოლის დაქალები” მსახიობს,  გიორგი მახარაძეს, ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა. – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მარიამ ქაცარავა ავრცელებს და მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მატერიალური დახმარება მცირედით მაინც გაიღონ, რათა მსახიობს უმკურნალონ.

“არტნიუსი” გთავაზობთ მარიამის განცხადებას უცვლელად:

“მეგობრებო ვწუხვარ რომ ასეთი ინფორმაციის დაწერა მიწევს!!! მსახიობს გიორგი მახარაძეს სამწუხაროდ დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე, რომლის მკურნალობის ხარჯებს ოჯახი თავისი სახსრებით ვერ გასწვდება. ძალიან გთხოვთ, მას ახლა, ისე, როგორც არასდროს სჭირდება ჩვენი დახმარება და გვერდში დგომა, რომ დაამარცხოს ვერაგი დაავადება და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს. განცხადებას დავურთავთ ყველა საჭირო ინფორმაციას, რომელიც თანხის გადარიცხვისთვის დაგჭირდებათ. უღრმესი მადლობა თითოეულს და კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდით.
599070709 თეონა ჩივაძე (გიორგის დედა)

დიდი მადლობა ყველას”

შეგახსენებთ, რომ გიორგი მახარაძე ტელეეკრანებზე “შუა ქალაქიდან” გამოჩნდა. შემდეგ იგი მხატვრულ ფილმში “ზღვარი” ასრულებდა ერთ–ერთ მთავარ როლს. ნამდვილი პოპულარობა კი “ჩემი ცოლის დაქალებით” მოიპოვა. იგი ნატრულის შვილის, მაქსიმეს როლს ასრულებდა.

დიაგნოზის ამსახველი ფოტომასალა

No automatic alt text available.

ანგარიშსწორების ანგარიში

No automatic alt text available.

კომენტარები

კომენტარი