კულტურა ლიტერატურა

ზვიად რატიანი საავადმყოფოში გადაჰყავთ

ცნობილი პოეტი ზვიად რატიანი საავადმყოფოში გადაჰყავთ,  – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ბექიშვილი ავრცელებს.

“პოლიციის მიერ ნაცემი ზვიად რატიანი საავადმყოფოში გადაჰყავთ. იმედია, სიცოცხლისთვის საშიში არაფერი სჭირს.
ეს იმათ გასაგონადაც, რომ არ ჩერდებიან მეორე დღეა, თვითონ მიიყენა დაზიანებები და პოლიცია სათუთად ექცეოდაო.” – ნათვამია სტატუსში.

შეგახსენებთ, რომ სამი დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასშტაბური პოლიციური კონტროლი გამოაცხადა. საქართველოში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა რეიდები. სტატისტიკით ირკვევა, რომ ჯამში 127 ადამიანია დაკავებული, რომელთა შორისაც აღმოჩნდა ცნობილი პოეტი და მთარგმნელი ზვიად რატიანი, რომელიც სამართალდამცავებს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასა და უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს.

 

 

კომენტარები

კომენტარი