სტილი, დიზაინი

დღეს ნაძვის ხეების ფესტივალზე ქართველი დიზაინერების გამოფენა გაიმართება

25 დეკემბერს, 16:30 საათზე – ბამბის რიგში (კინოს მოედანზე) ნაძვის ხეების ტრადიციული ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ქართველი დიზაინერების საახაწლო გამოფენა, რომელიც თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით, მეიდან ჯგუფისა და თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზებით ტარდება. 
ქართველი დიზაინერების და ხელოვანების მიერ სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი დიზაინის ნაძვის ხეები 31 დეკემბრამდე იქნება წარმოდგენილი თბილისის ისტორიის მუზეუმში “ქარვასლა”, მეიდან ჯგუფის საღონისძიებო სივრცეში.

კომენტარები

კომენტარი