კინო

10 საუკეთესო ფილმს შორის ქართული ფილმი მოხვდა

უცხოურმა ვებგვერდმა “Anothermag.com”–მა “Arthouse”-ს ფარგლებში 10 საუკეთესო ფილმი დაასახელა, სადაც ქართული ფილმი, კერძოდ, ანა ურუშაძის “საშიში დედა” მოხვდა.

როგორც სტატიიდან ირკვევა, მათ ფილმის შესახებ ესპანეთის საერთაშორისო კინოფესტივალიდან შეიტყვეს, სადაც წარმოდგენილი იყო საუკეთესო წარმოსახვითი და სიურრეალისტური დებიუტის ნომინაციაში.

შეგახსენებთ, რომ ანა ურუშაძის დრამაში მთავარ როლს ნატა მურვანიძე ასრულებს. ფილმი აკრძალვებსა და სტერეოტიპებზე, მორალურ ნორმებსა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე მოგვითხრობს. საშიში დედა 50 წლის ქალის – მანანას ცხოვრებას ასახავს. დედა და დიასახლისი დილემის წინაშე დგას, მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და დიდი ხნის ვნებიან გატაცებას შორის. მანანა ცხოვრების აზრს წერაში პოულობს.

კომენტარები

კომენტარი