ლიტერატურა

თბილისის მეტროში მგზავრებს სიურპრიზები დახვდათ

თბილისის მეტროს  მგზავრებს ვაგონებში უჩვეულო სიურპრიზები დახვდათ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მგზავრებს საჩუქრად გადაეცათ წიგნები და 23 აპრილს მთაწმინდის პანთეონში დაგეგმილი ღონისძიების მოსაწვევი ბარათი, სადაც ქართველი თანამდროვე მწერლები ისაუბრებენ წიგნებზე და ლიტერატურაზე.

მეტროს მგზავრებს ასევე წიგნები საჩუქრად გადასცა ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა, რომელიც უშუალოდ ჩაერთო აქციაში.

უჩვეულო აქცია  თბილისის მერიის, სატრანსპორტო კომპანიისა და რამდენიმე საგამომცემლო სახლის ორგანიზებით მოეწყო.

კომენტარები

კომენტარი