საშემსრულებლო ხელოვნება

ცირკის მსახიობი გიორგი მაკარიძე პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს

მსახიობი გიორგი მაკარიძე პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს და შიმშილობას იწყებს. მისი თქმით, მას არ აქვს არანაირი საშუალება იმუშაოს, ბავშვებიც გაამხიარულოს და მიზერული ანაზღაურებაც ჰქონდეს.

მსახიობი აცხადებს, რომ არ შეუძლიათ სკოლებსა და ბაღებში წარმოდგენების გამართვა. როგორც ირკვევა, მან წერილობით უკვე მიმართა სხვადასხვა უწყებას, თუმცა პასუხი არ მიუღია.

“ბევრი მიდის უცხოეთში და მუშაობს, ვიცი კარგ ფულს იხდიან, მაგრამ არ მინდა უცხოეთში წასვლა. ჩემს ქვეყანაში ყოფნა და მუშაობა მინდა. ხომ არ ვითხოვ მხარ-თეძოზე წამოვგორდები და თქვენ ყველანაირი კომფორტი შემიქმენით-თქო, მინდა მომეცეს საშუალება ვიმუშავო და ჩემს ქვეყანაში ვიცხოვრო“- განაცხადა მსახიობმა

გიორგი მაკარიძე შიმშილობას 26 დეკემბერს დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი